Tuesday, January 28, 2014

მზის ენერგია, მისი გამოყენება და პოტენციალი


         დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება. მარტივი გათვლები ადასტურებს, რომ თუ აშენდება 140-150 კვ.კმ ფართობის ჰელიოსადგური (ქ. თბილისის ტერიტორია 350 კვ.კმ შეადგენს), მიღებული ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნილებას ელექტროენერგიაზე.
საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს. ქვეყნის ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვ.მ. ფართობზე მერყეობს 1250-1800 კვტ.სთ დიაპაზონში, ხოლო საშუალო ენერგია, იგივე 1 კვ.მ. ფართობზე უტოლდება 4,2 კვტ.სთ დღეში. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისათვის საკმარის ენერგიას მზე აფრქვევს დედამიწის 1,5-2,0 კვ.მ. ფართობზე.
სარგებელი
      მზის ელექტროენერგიის და სითბოს ძირითადი უპირატესობები: იმპორტირებულ საწვავებზე დამოკიდებულების შემცირება; ენერგომომარაგების ნაირსახეობის გაუმჯობესება; დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა; CO2 გამოყოფის შემცირება ძალზედ დაბალი ხარჯების საფუძველზე; ურბანული დაბინძურების შემცირება; დამტკიცებული და საიმედო ენერგო წყარო; უშრეტი და მყისიერი წყარო; ადგილობრივი დასაქმება და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება.
ტექნოლოგიები
     მზის ენერგიის ტექნოლგიები იყენებს მზის ენერგიას და განათებას, სითბოს, განათების, ცხელი წყლის, ელექტროობის და გაგრილების უზრუნველყოფისთვისაც კი, სახლების, ბიზნესის და ინდუსტრიული დანიშნულების ადგილებისთვის. მზის ენერგიით სარგებლობს მრავალი ტექნოლოგია, მათ შორის:
ფოტოელექტრული სისტემები – ელექტროობას პირდაპირ მზის სინათლიდან აწარმოებენ; მზის თერმული წყალი – წყლის გაცხელება მზის ენერგიით; მზის ენერგიით პასიური გაცხეება და დღის სინათლე – მზის ენერგიის გამოყენება შენობების გასათბობად და განათებისთვის; მზის ენერგიით სივრცის გათბობა და გაგრილება – მზის სითბოს ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულებით გამოყენება.
მზის ელექტროენერგია
     მზის ენერგიის მოხმარება ელექტროენერგიის მისაღებად ორი ძირითადი მეთოდით სრულდება:
     ფოტოელექტრული, როდესაც მზის ოპტიკურ დიაპაზონში ელქტრომაგნიტური გამოსხივების დაჭერა და მისი მუდმივი დენის ელექტროენერგიად გარდაქმნა ხდება; ასეთი ენერგიის გამოყენება შეიძლება ფართო სპექტრის მომხმარებლებისთვის: მინიგენერატორებით დაწყებული (საათების და კალკულატორებისთვის, რომლებსაც რამოდენიმე ვატი ესაჭიროებათ), რამოდენიმე მეგავატის სიმძლავრის ცენტრალური ელექტროსადგურებით დამთავრებული; თერმოდინამიკური – მზის ენერგია ორთქლად გარდაიმქნება, რომელიც შემდეგ გენერატორით აღჭურვილ ტურბინას მიეწოდება.
მზის ენერგიის დემონსტრაციისათვის უყურეთ BBC–ის მიერ მომზადებულ ვიდეოს. 2 კვ/მ მზის შუქი საკმარისია ქვის დასადნობადაც კი: